თუ ბავშვს ეს სიმპტომები აქვს, მაშინ თქვენ შვილს კორონავირუსის დამამძიმებელი ფორმა ან სულაც დელტა შტამი გამოუვლინდა - ნახეთ ჩამონათვალი და დაიმახსოვრეთ

თუ ბავშვს ეს სიმპტომები აქვს, მაშინ თქვენ შვილს კორონავირუსის დამამძიმებელი ფორმა ან სულაც დელტა შტამი გამოუვლინდა - ნახეთ ჩამონათვალი და დაიმახსოვრეთ

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე აღნიშნავს, რომ ქვეყანაში ბავშვების კორონავირუსის დელტა შტამით ინფიცირების მაღალი მაჩვენებელია დაფიქსირებული. 1 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში COVID 19-ის კონკრეტული მახასიათებლები ადვილად შეიძლება გამოვიცნოთ.

„ერთ წლამდე ასაკის ბავშვებსა და ახალშობილებში იმატა ვირუსის გავრცელებამ. ბავშვების კორონავირუსით ინფიცირებისას დელტა ვარიანტის სიმძიმე, ეს არის სწორედ ყველაზე მეტად მტკივნეული, რაც გამოარჩევს ალფა და ჩინური ვარიანტისაგან. ინდური შტამი უფრო მეტად ვრცელდება ბავშვებში.

იგი უფრო მძიმედ მიმდინარეობს, უფრო მეტია ფილტვების დაზიანება, კერძოდ, ფილტვების ანთების წილი და მომართვიანობა ჰოსპიტალიზაციისა.

დღეს ციციშვილის კლინიკაში 19 ბავშვია კრიტიკული მედიცინის და ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტში, სულ 60-ზე მეტი ბავშვი მკურნალობს, მაგრამ კრიტიკული და მძიმე მდგომარეობის პაციენტი ამჟამად 1 არის დარჩენილი, 

ერთ წელზე უფრო მეტი ასაკის ბავშვებში სიმპტომები ძნელი გამოსაცნობი არ არის: თუ არის გამოხატული 3 დღეზე მეტი მაღალი ტემპერატურა 38 და მეტი პირველი სიმპტომი, ხველა, ნაწლავთა მოქმედების გახშირება, ეს არის სუნთქვის გახშირება - გაძნელებული გახშირებული, ზედაპირული სუნთქვა, მკვნესარე სუნთქვა - მიმანიშნებელია სასუნთქი სისტემის ჩართვის პროცესში, რაც კორონავირუსის დროს ერთ-ერთი პირველი სამიზნეა:

- ნაწლავთა მოქმედების გახშირება - წყლის დიდი რაოდენობით შემცველი განავლით - ბავშვების1/3-ში განსხვავებით მოზრდილებისაგან კუჭ-ნაწლავის სიმპტომატიკა ვლინდება და არა ყელის ტკივილი. ამიტომ წყლის დიდი რაოდენობა თუ არის განავალში 3 და მეტი დღის განმავლობაში, თუ გაქვთ სახლში პულსოქსიმეტრი, გამოიყენეთ. 94-ის ქვემოთ აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

- ასევე, მნიშვნელოვანია ისეთი სიმპტომები, რომლებიც უკავშირდება ბავშვის აქტიურობის ცვლილებას: გამოხატული ძილიანობა, ნაკლები აქტიურობა - ეს არის ზოგადად დამახასიათებელი სიმპტომატიკა ნებისმიერი ვირუსული ინფექციისთვის. ასეთი შემთხვევებისთვის აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.

- ყნოსვისა და გემოს დაკარგვა - ეს სიმპტომები დარჩა ბავშვებში. შედარებით ნაკლებია აღნიშნული მახასიათებლის გამოვლენა, თუმცა, 6 წლის ზემოთ საკმაოდ ხშირია. ეს პრაქტიკულად 100%-იანი დამადასტურებელი სიმპტომია კორონავირუსის“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.