კახა კალაძე პოლიტიკურ ოპონენტებს მიმართავს:  თქვენც მიგიძღვით წვლილი ჩემი პოლიტიკური კარიერის ფორმირებაში

კახა კალაძე პოლიტიკურ ოპონენტებს მიმართავს: თქვენც მიგიძღვით წვლილი ჩემი პოლიტიკური კარიერის ფორმირებაში

„არასამართლიანმა კრიტიკამაც ბევრი რამ მასწავლა, როგორც პოლიტიკოსს", - აღნიშნული განცხადება კახა კალაძემ თბილისის მერის არჩევნებზე პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მიერ მისი კანდიდატურის დასახელებისას გააკეთა.  

თბილისის მერის თქმით, მისი პოლიტიკური კარიერის ჩამოყალიბებაში წვლილი მის ოპონენტებსაც მიუძღვით.

„აქვე მინდა მივმართო ჩემს პოლიტიკურ ოპონენტებს - თქვენც მიგიძღვით წვლილი ჩემი პოლიტიკური კარიერის ფორმირებაში. არამარტო ჯანსაღმა, არამედ არასამართლიანმა კრიტიკამაც ბევრი რამ მასწავლა,  როგორც პოლიტიკოსს", - განაცხადა კახა კალაძემ.