მსოფლიოში კორონავირუსის ახალი, საშიში შტამი ვრცელდება – „ლამბადა“ უკვე 30 ქვეყანაში ცირკულირებს

მსოფლიოში კორონავირუსის ახალი, საშიში შტამი ვრცელდება – „ლამბადა“ უკვე 30 ქვეყანაში ცირკულირებს

მსოფლიოში კორონავირუსის ახალი, საშიში შტამი ვრცელდება – „ლამბადა“ უკვე 30 ქვეყანაში ცირკულირებს

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ცნობით, მსოფლიოში კორონავირუსის ახალი, საშიში შტამი „ლამბადა“ ვრცელდება. ამის შესახებ ჯანმო–ს გადაუდებელი დაავადებების განყოფილების ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა განაცხადა.

„ის [„ლამბადას“ შტამი] ვრცელდება მთელ რიგ ქვეყნებში, ძირითადად ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში. თუმცა ამ დროისთვის ახალი შტამი 30-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული.

ექსპერტის თქმით, აღნიშნული შტამი პირველად პერუში 2020 წლის აგვისტოში გამოვლინდა და მალევე გავრცელდა სამხრეთ აფრიკის კონტინენტზე.

ამ დროისთვის უცნობია რამდენად ეფექტურია უკვე შექმნილი ვაქცინები ახალი შტამის მიმართ.