გივი მიქანაძე: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა დოკუმენტში მოცემულ ყველა პუნქტზე, შეუძლებელია ნაწილს დაეთანხმო, ნაწილს - არა

გივი მიქანაძე: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა დოკუმენტში მოცემულ ყველა პუნქტზე, შეუძლებელია ნაწილს დაეთანხმო, ნაწილს - არა

„ნაციონალური მოძრაობა“ ალბათ ელოდება იმ საკითხების ბოლომდე განხორციელებას, რომელიც მისთვის მიუღებელია და ამის შედეგ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება და თქვას, რომ ჩვენ ამ დოკუმენტის რაღაც ნაწილს ველოდებით და ახლა ვაწერთ ხელს-ო, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გივი მიქანაძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

„ფაქტი ის არის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა დოკუმენტში მოცემულ ყველა პუნქტზე, შეუძლებელია ნაწილს დაეთანხმო, ნაწილს - არა, რეალურად ეს არის კონსესუსი, რომელსაც ჩვენმა გუნდმა ხელი მოაწერა უპირველეს ყოვლისა ერთადერთი არგუმენტით, რომ ამ დოკუმენტზე ხელმოწერა ნიშნავდა საქართველოს მომავლისკენ გადადგმულ ნაბიჯს“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.