გივი მიქანაძე: არავინ დავობს იმაზე, რომ მართლმსაჯულების რეფორმა არის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი „ქართული ოცნებისთვისა“ და მე-10 მოწვევის პარლამენტისთვის

გივი მიქანაძე: არავინ დავობს იმაზე, რომ მართლმსაჯულების რეფორმა არის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი „ქართული ოცნებისთვისა“ და მე-10 მოწვევის პარლამენტისთვის

რაც შეეხება მოსამართლეებთან დაკავშირებულ საკითხს, გუშინდელი სამიტის ფარგლებში ხელისუფლების უმაღლესმა წარმომადგენლებმა მიაწოდეს კონკრეტული ინფორმაცია ევროპული საბჭოს პრეზიდენტს და ცნობილია, რომ მმართველი გუნდის მიერ აპრილში ინიცირებული იყო ყველა ის ნაბიჯი, რომელიც შესაბამისობაში იყო ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან და სწორედ ის პროცესები განვითარდება, რომელიც 19 აპრილის დოკუმენტით იყო მოთხოვნილი, - ამის შესახებ გივი მიქანაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, იმის გათვალისწინებით თუ რამდენი საქმე მოდიოდა უზენაეს სასამართლოში თითოეულ მოსამართლეზე, მათი დანიშვნის პროცესის შეჩერების კონკრეტული არგუმენტაცია არ არსებობს.

„ის, რომ მართლმსაჯულების რეფორმა არის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი „ქართული ოცნებისთვისა“ და მე-10 მოწვევის პარლამენტისთვის, ამაზე არავინ დავობს. ამიტომ ჩვენ სრულ მზაობას გამოვთქვამთ, ამ რეფორმის კუთხით კონსტრუქციულ ოპოზიციასთან ერთად, დასავლელ პარტნიორებთან ერთად გავაგრძელოთ მსჯელობა და კონკრეტული ქმედებები იმისთვის, რომ მართლმსაჯულების რეფორმის შემდგომი და ჩვენ ამის მზაობას ყოველთვის გამოვთქვამდით. კანონმდებლობის დაცვით ყველა პროცედურა განხორციელებულია, ყველა ის საერთაშორისო რეკომენდაცია, რომელიც წარმოგვიდგინეს პარტნიორებმა ვენეციის კომისიიდან შესრულებულია და ამის დასტური ისიც არის, რომ როდესაც შემდგომში შესწორებული კანონმდებლობა ვენეციის კომისიაში გაიგზავნა, იმ რეკომენდაციებთან დაკავშირებით დამატებითი რეკომენდაციები არ წამოსულა, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ჩვენ მიერ განხორციელებული იყო“,- განაცხადა მიქანაძემ.