ევროპული ინტეგრაციის გზაზე უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით. პირველად განვაცხადეთ საერთო მიზნების შესახებ, რომ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრები გავხდეთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასოცირებული ტრიოს ქვეყნების ლიდერების ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, მიზანი მიღწევადია, რადგან ევროპული საბჭოს პრეზიდენტი სამივე ქვეყნის წარმატებას აღნუსხავს და ევროპაში მათ მომავალ პარტნიორებს აუცილებლად მიაწვდის.
„ევროპისკენ მისწრაფების კონტექსტში ერთად პირველად შევიკრიბეთ და ევროპული ინტეგრაციის გზაზე უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით. პირველად განვაცხადეთ საერთო მიზნების შესახებ, რომ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრები გავხდეთ. ჩვენ არა მარტო მიმართულება და სამიზნე სურვილი გვაერთიანებს, არამედ სურვილი, რომ ეს გზა ხელი-ხელჩაკიდებულებმა გავიაროთ ამ ტრიომ და ჩვენი ქვეყნებისთვის სრულ ევროპულ ინტეგრაციას მივაღწიოთ. ეს სამიზნე წერტილი მიღწევადია, ჩვენ დარწმუნებული შეგვიძლია ვიყოთ, რადგან ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ბატონი შარლ მიშელი ამ წარმატებას აღნუსხავს და ევროპაში ჩვენს მომავალ პარტნიორებს აუცილებლად მიაწვდის. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ 49-ე მუხლის ფარგლებში, ამ გზაზე წარმატებით ვიაროთ. ასევე გთავაზობთ, ბატონ მიშელს უკვე შევთავაზე, მოხდეს ევროპული საბჭოს პრინციპების გადახედვა და ახალი მიდგომებით ამ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე უნდა მიეცეს საშუალება აღმოსავლეთის ტრიოს, რომ წარმოადგინოს თავისი წარმატება, სტრატეგიული მიზნები ამ პარტნიორობისთვის და ტრიოს პოლიტიკური მნიშვნელობა. ამ შესაძლებლობას ჩვენ აუცილებლად გამოვიყენებთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.