ჯეფ ბეზოსთან ერთად, კოსმოსში თინეიჯერიც გაფრინდება

ჯეფ ბეზოსთან ერთად, კოსმოსში თინეიჯერიც გაფრინდება

18 წლის ოლივერ დაემენი გახდება ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც კოსმოსში გაფრინდება. ის 20 ივლისს, კოსმოსურ ხომალდზე, ჯეფ ბეზოსს შეუერთდება. დაემენი Somerset Capital Partners-ის გენერალური დირექტორის შვილია, - ამის შესახებ BBC წერს.

დაემენი შეცვლის ადამიანს, რომელმაც კოსმოსში გასამგზავრებლად, ადამიანების შესარჩევად გამოცხადებულ აუქციონზე, $28 მილიონის გადახდაზე თანხმობის შემდეგ გაიმარჯვა.

მედიის ინფორმაციით, პიროვნული თვისებების გამო, „აუქციონის გამარჯვებული, კოსმოსში, მოსალოდნელი კონფლიქტების გამო ვერ გაფრინდება“, თუმცა, არაა ცნობილი, რა იგულისხმება „მოსალოდნელ კონფლიქტებში“.

კოსმოსში გასამგზავრებლად, ოლივერის მამა ემზადებოდა, თუმცა, როგორც ირკვევა, გადაწყვიტა, ამის შანსი მიეცა შვილისთვის, რომელიც ფიზიკის ფაკულტეტის სტუდენტია.

ჯეფ ბეზოსი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანია. 2000 წელს მან შექმნა კომპანია Blue Origin-ი და მიმდინარე წლის ივნისში განაცხადა, რომ მთელი ცხოვრების ნატვრას აისრულებს კოსმოსში გაფრენით. მასთან ერთად, ხომალდზე იქნება მისი ძმა, მარკიც.