ევროპაში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ევროპაში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

გერმანიასა და ბელგიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, სტიქიამ სულ მცირე 183 ადამიანი ემსხვერპლა, 156 მათგანი გერმანიაში დაიღუპა. ქვეყნის კანცლერმა, ანგელა მერკელმა დაზარალებული რეგიონები მოინახულა და მოსახლეობასა და სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს გაესაუბრა.

„ეს შოკისმომგვრელია. შემიძლია ვთქვა, რომ გერმანულ ენაში არ არსებობს სიტყვები, რომელიც მომხდარს აღწერდა“, - განაცხადა მერკელმა.

ევროპაში ძლიერი წვიმა გრძელდება. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ შესაძლოა ამან წყალდიდობა ავსტრიასა და გერმანიის სამხრეთ ნაწილში გამოიწვიოს. ექსპერტებს თქმით, ინტენსიური წვიმა გლობალური დათბობით არის გამოწვეული.