სვეტლანა ტიხანოვსკაია: ჯო ბაიდენის დახმარებით ჩვენ გავიმარჯვებთ

სვეტლანა ტიხანოვსკაია: ჯო ბაიდენის დახმარებით ჩვენ გავიმარჯვებთ

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის დახმარებით ბელარუსის ოპოზიცია გაიმარჯვებს.

მანამდე სვეტლანა ტიხანოვსკაიას პრესსამსახურმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი თეთრ სახლსა და სახელმწიფო დეპარტამენტში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.

ამერიკულ გამოცემა National Interest-თან საუბარში სვეტლანა ტიხანოვსკაიამ იმედი გამოთქვა, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მხარს დაუჭერს ბელარუსის ოპოზიციას და ხელს შეუწყობს ქვეყნის დემოკრატიზაციას.

გარდა ამისა, ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სანქციების დაწესებაა საჭირო იმ პირების მიმართ, ვინც ბელარუსს ანადგურებს.