ავღანეთში 15 დიპლომატიური მისია და ნატოს წარმომადგენელი თალიბებს სამხედრო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

ავღანეთში 15 დიპლომატიური მისია და ნატოს წარმომადგენელი თალიბებს სამხედრო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

ავღანეთში 15 დიპლომატიური მისია და ნატოს წარმომადგენელი თალიბებს სამხედრო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

„ყურბან-ბაირამის დღესასწაულის დროს, თალიბებმა იარაღი უნდა დაყარონ და აჩვენონ მსოფლიოს მათი ერთგულება სამშვიდობო პროცესისადმი“, - ნათქვამია დიპლომატიური კორპუსის განცხადებაში.

ერთობლივ განცხადებას შემდეგი ქვეყნები აწერენ ხელს: ავსტრალია, კანადა, ჩეხეთი, დანია, ევროკავშირის დელეგაცია, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, კორეა, ნიდერლანდები, ესპანეთი, შვედეთი, ბრიტანეთი და შეერთებული შტატები და ნატოს უფროსი სამოქალაქო წარმომადგენელი.

დიპლომატიური კორპუსი ასევე გმობს უფლებების დარღვევებს, როგორიცაა სკოლებისა და მედიასაშუალებების დახურვის მცდელობები.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ავღანეთში აშშ-ის სამხედრო მისია 31 აგვისტოს დასრულდება.

2 ივლისს ამერიკელმა ჯარისკაცებმა და ნატოს ძალების წევრებმა ბაგრამის საჰაერო ბაზა დატოვეს.

1-ელ მაისს შეერთებულმა შტატებმა ავღანეთიდან ჯარის გაყვანა ოფიციალურად დაიწყო. 14 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გამოყვანა გამოაცხადა.

 

 

 

Katana . უფრო ადრე ვერ მოუწოდეს? - ახლა ყველა თალიბი საკუთარ ოჯახში იჯდებოდა თავდახრილი: ეს რა დაგვემართა, როგორ შევრცხვით გაეროს წინაშეო!
2 წლის უკან