დღეს დილით გამოცემა „Goal.com” მადრიდის „რეალის“ პორტუგალიელ თავკაც ჟოზე მოურინიოს ესაუბრა.
„განსაკუთრებულის“ მტკიცებით, მისი გუნდი ევროპის ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ სტადიაზე თურქულ „გალათასარაის“ აუცილებლად დაამარცხებს.
„ერთადერთმა“ მეტოქე გუნდში კოტ დივუარის ეროვნული გუნდის თავდამსხმელი დიდიე დროგბა გამოარჩია.
„სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში არაერთ ჩინებულ ფეხბურთელთან მუშაობა მომიწია. ამათგან დიდიე დროგბა საუკეთესო გახლდათ.
დიდიეს დიდ პატივს ვცემ და ისიც ჩემს მიმართ ანალოგიურად არის განწყობილი. არ მინდა გვარები დავასახელო, მაგრამ იმ ფეხბურთელებს შორის, ვისთანაც ადრე მიმუშავია და ამჟამად ურთიერთობა გამაჩნია, აფრიკელი ყველაზე საუკეთესოა.“ - განაცხადა ჟოზე მოურინიომ.