ლოს-ანჯელესში ახალი ფილმის Pig პრემიერა შედგა, რომელშიც ერთ-ერთ მთავარ როლს 57 წლის ამერიკელი მსახიობი -ნიკოლას ქეიჯი თამაშობს, შესაბამისად, მისი გამოჩენა წითელ ხალიჩაზე არავის გაჰკვირვებია, რასაც ვერ ვიტყვით მის ახალ მეუღლეზე, რომლის გამოჩენასაც ადგილზე არავინ ელოდა.
საქმე იმაშია, რომ 26 წლის რიკო შიბატასთან ერთად ქეიჯი საჯაროდ პირველად გამოჩნდა.
შეგახსენებთ, რომ წყვილმა ერთმანეთი გასულ წელს, იაპონიაში გაიცნო, ხოლო ქორწილი 2021 წლის თებერვალში საიდუმლოდ შედგა.