ინდოეთში მეწყერს, სულ მცირე, 15 ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთში მეწყერს, სულ მცირე, 15 ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთში, მუმბაის ორ დასახლებაში, ძლიერი წვიმით გამოწვეულმა მეწყერმა რამდენიმე სახლი დაანგრია. შედეგად, სულ მცირე, 15 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ Reuters- წერს.

ოფიციალური უწყებები არ გამორიცხავენ, მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდოს, რადგან სამძებრო-სამაშველო სამუშაო ამ დრომდე გრძელდება. არიან დაშავებულებიც.

ძლიერი წვიმის შედეგად, დატბორილია ქალაქის რამდენიმე უბანი, შეფერხებულია სარკინიგზო მიმოსვლა.