პარლამენტთან მედიის მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს

პარლამენტთან მედიის მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს

პარლამენტთან მედიის ორგანიზებით საპროტესტო აქცია დაიწყო. აქცია „ტვ. პირველის" გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას სატელევიზიო კომენტარით დაიწყო, რომელიც 5 ივლისს, მასზე განხორციელებულ ძალადობას ეხებოდა.

აქციაზე სხვადასხვა მედიის წარმომადგენლები და პოლიტიკოსები იმყოფებიან. ისინი ჟურნალისტებზე ძალადობაში მონაწილე ყველა პირის დასჯას და მთავრობის გადადგომას ითხოვენ.

ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე სატრანსპორტო მოძრაობა გადაიკეტა.