11 ივლისს, 70 წლის ბრიტანელმა ანტერპრენერმა -რიჩარდ ბრენსონმა და მისმა კომპანიამ Virgin Galactic წარმატებული კოსმოსური ფრენა განახორციელა და გასაოცარმა ფაქტმა, რომელსაც 2004 წელს დაფუძნებული კომპანიას ჯამში 80 მილიონ დოლარად შეფასებული დეპოზიტები მოიტანა, არაერთი ადამიანის ყურადღება მიიპყრო.
როგორც კომპანია აცხადებს, მაგიური ფრენის ბილეთები მსოფლიოს 58 ქვეყნის წარმომადგენელმა უკვე დაჯავშნა.
გასაკვირი არ არის, რომ მათ რიგებში არიან ყველასთვის საყვარელი ვარსკვლავებიც – ეშტონ კაჩერი, ლედი გაგა, ანჯელინა ჯოლი, ბრედ პიტი, ჯასტინ ბიბერი, ტომ ჰენქსი, ლეონარდო დი კაპრიო და სხვები,
აღსანიშნავია, რომ დაინტერესებულ პირებს ბილეთის შეძენა 250 000 $-ად შეუძლიათ, თუმცა დაგეგმილი რამდენიმე სატესტო ფრენიდან გამომდინარე, უცნობია თუ როდის მოხდება მათი გამგზავრება.
აქვე, შეგახსენებთ, რომ სულ მალე – 20 ივლისს უნდა ველოდოთ ჯეფ ბეზოსის ფრენასაც, რომელმაც საკუთარი კომპანიის – Blue Origin-ის წყალობით შეძლო დიდი ხნის ოცნება აეხდინა.