ჯულია რობერტსის 16 წლის ქალიშვილის დებიუტი წითელ ხალიჩაზე

ჯულია რობერტსის 16 წლის ქალიშვილის დებიუტი წითელ ხალიჩაზე

ჯულია რობერტსის 16 წლის ქალიშვილი – დენიელა მოდერა ჰეზელი რამდენიმე საათის წინ პირველად გამოჩნდა წითელ ხალიჩაზე. გოგონა კანის კინოფესტივალის ერთ-ერთი საპატიო სტუმარი გახლდათ.

ჰეზელი წითელ ხალიჩაზე მამის – პომიმო ჰეზელის საგულშემატკივროდ გამოჩნდა, ხოლო რაც შეეხება მის ჩაცმულობას,  “მერი ჯეინის” სტილით ინსპირირებული სამოსი შეარჩია.

შეგახსენებთ, რომ ჯულია და პომიმო 19 წლის წინ დაქორწინდნენ და მათ კიდევ ორი საერთო შვილი – 16 წლის ფინეასი და 14 წლის ჰენრი ჰყავთ, რომელიც დენიელას ტყუპისცალია.