სანამ კაილი ჯენერის 3 წლის შვილი სტორმი ვებსტერი საბავშვო ბაღში შევა, შესაძლოა უკვე წარმატებული ბრენდის მფლობელი იყოს. ამის შესახებ კაილი ჯენერმა Kylie Cosmetics-ის ახალ ვიდეოში აღნიშნა.
ვიდეოში კარგად ჩანს როგორ დაყვება დედას შეხვედრებზე 3 წლის სტორმი. დამატებით, სტორმის სამუშაო მაგიდასაც ვეცნობით, სადაც ის ხშირად და გულმოდგინედ მუშაობს. კაილის თქმით, საიდუმლო ბრენდზე დედა-შვილი უკვე დიდი ხანია მუშაობს. ის, აგრეთვე, დარწმუნებულია, რომ სტორმი ბიზნესში დედის კვალს გაჰყვება.
"ვფიქრობ, შენ შენი ირგვლივმყოფების გავლენის შედეგი ხარ. დებმა და დედამ ჩემზე უდიდესი გავლენა მოახდინეს და იმ ადამიანად მაქციეს, რომელიც ახლა ვარ", — ამბობს კაილი ჯენერი.
ფანების ნაწილი თვლის, რომ სტორმის საიდუმლო ბრენდი შეიძლება Kylie Baby იყოს — ახალი, იდუმალებით მოცული კომპანია, რომელიც კაილიმ საკუთარ ინსტაგრამპოსტში ივნისში ახსენა.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, Kylie Baby კაილიმ უკვე დაარეგისტრირა და კომპანია საბავშვო პროდუქციას — ბავშვის კანის მოვლის ხაზს, ვიტამინებს, საფენებს, ეტლებსა და სხვას გამოუშვებს.
ჯერჯერობით უცნობია, სტორმის "საიდუმლო ბრენდი" სწორედ Kylie Baby იქნება თუ არა, თუმცა აშკარაა, რომ დედა-შვილი საზოგადოებას განსაკუთრებულ სიახლეებს უმზადებს.