კუნძულ სარდინიაზე სახლის სახურავს კოკაინით სავსე ჩანთა დაეცა. ამის შესახებ the guardian წერს.
გამოცემის ცნობით, სახლის მფლობელებმა ხმაური გაიგეს და პოლიცია გამოიძახეს, რომელმაც ადგილზე ცხრა მილიონი ევროს ღირებულების ნარკოტიკით სავსე ჩანთა იპოვეს.
ვარაუდობენ, რომ ჩანთა, რომელშიც 8,5 კილოგრამი ნარკოტიკი იყო მოთავსებული, მცირე ზომის თვითმფრინავიდან ნარკოდაჯგუფებების წევრებისთვის უნდა გადაეგდოთ, თუმცა ტვირთი ადგილობრივი მცხოვრების სახლის სახურავს დაეცა.
შემთხვევა სარდინიის ქალაქ ბარატილი სან პიეტროში 2021 წლის მარტში მოხდა. ოთხთვიანი გამოძიების შემდეგ პოლიციამ თვითმფრინავის პილოტი დააკავა. სამართალდამცველები ნარკოდაჯგუფების წევრებს ეძებენ, რომლებისთვისაც კონტრაბანდული ტვირთი იყო განკუთვნილი.