შარლ მიშელი სომხეთში ჩავიდა

შარლ მიშელი სომხეთში ჩავიდა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას ეწვია.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში შარლ მიშელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდება, შემდეგ კი, მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შეხვდება სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ არმენ სარქისიანს.