გერმანიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 100-ს გადააჭარბა

გერმანიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 100-ს გადააჭარბა

სულ მცირე, 103 დაღუპული დასავლეთ გერმანიაში, ქალაქ კიოლნში, სახლების ნგრევისას გადარჩენილი 55 ადამიანი, მოსახლეობის დასახმარებლად, ქუჩაში, ბუნდესვერის (გერმანიის შეიარაღებული ძალების) 900-მდე მობილიზებული წარმომადგენელი, - ასეთია ქვეყანაში მომხდარი წყალდიდობის შემდეგ არსებული სურათი.

ყველაზე მეტად დაზარალდა ბენილუქსის ქვეყნებთან - ბელგიასთან, ნიდერლანდებთან და ლუქსემბურთან მოსაზღვრე ტერიტორია.

სტიქიით დაზარალებულების დასახმარებლად, საკოორდინაციო ორგანიზაცია უკვე შეიქმნა. მედიის ცნობით, აღნიშნულ ორგანიზაციას მიუნხენის ბაიერნი და „კიოლნი“ €100 ათასს ჩაურიცხავენ.