შალვა პაპუაშვილი: რთულია იმის თქმა, რომ შეთანხმება იქნება შედეგიანი, თუკი პოლარიზაციის მთავარი პოლუსი „ნაციონალური მოძრაობა“ მისი ნაწილი არ არის

შალვა პაპუაშვილი: რთულია იმის თქმა, რომ შეთანხმება იქნება შედეგიანი, თუკი პოლარიზაციის მთავარი პოლუსი „ნაციონალური მოძრაობა“ მისი ნაწილი არ არის

ჩვენი პარტნიორები ცდილობენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაიყოლიონ შეთანხმებაზე. ამ შეთანხმების მიზანი იყო დეპოლარიზაცია. პოლარიზაციის მეორე პოლუსი თუ არსებობს, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“. პატარა პარტიებმა მოაწერეს ხელი, კი ბატონო, მაგრამ ის რაც არის პოლუსი, ცენტრი, ტავად ეს ცენტრი არ არის დეპოლარიზაციის შეთანხმების ნაწილი, - ამის შესახებ „იმედის ფაქტორში“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და პარლამენტის განათლების კომიტეტის ხელმძღვანელმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„რთულია იმის თქმა, რომ ეს შეთანხმება იქნება შედეგიანი თუკი მთავარი პოლუსი, ამ შეთანხმების ნაწილი არ არის. გარკვეული იმედგაცრუება არის, რომ აქამდე ვერ შეძლეს ჩვენმა პარტნიორებმა „ნაციონალური მოძრაობის“ დარწმუნება, რომ ხელი მოეწერათ. ვიზიტები ჰქონდათ, ალბათ არის მცდელობები მათი დაყოლიების, თუმცა დღემდე ჩვენ ეს სამწუხაროდ ვერ ვნახეთ. ოპოზიციონერი დეპუტატების ნახევარზე მეტს ხელი არ აქვს მოწერილი შეთანხმებაზე და შეიძლება ამის ბრალიც არის ის რაც ვიხილეთ ბოლო სხდომაზე, შემოვარდნენ და დებოში მოაწყვეს. არ არიან ამის ნაწილი, მათ არ აქვთ იმის აღქმა, რომ უნდა იყოს დეპოლარიზაცია, უნდა იყოს თანამშრომლობის განწყობა და ა.შ. დარწმუნებული ვარ ჩვენი პარტნიორები ამ მხრივ ძალისხმევას არ დაიშურებენ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილი.