ირაკლი კობახიძე შარლ მიშელის დოკუმენტზე: თუკი ვინმე ამ დოკუმენტს კეთილსინდისიერად კითხულობს, ის არავითარი ორმაგი ინტერპრეტაციის საშუალებას არ იძლევა

ირაკლი კობახიძე შარლ მიშელის დოკუმენტზე: თუკი ვინმე ამ დოკუმენტს კეთილსინდისიერად კითხულობს, ის არავითარი ორმაგი ინტერპრეტაციის საშუალებას არ იძლევა

თუკი ვინმე ამ დოკუმენტს კეთილსინდისიერად კითხულობს, ის არავითარი ორმაგი ინტერპრეტაციის საშუალებას არ იძლევა, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის დოკუმენტზე საუბრისას „იმედის ფაქტორში“ განაცხადა

მისი თქმით, მთავარია, რომ სიმართლეს მათ მხარესაა.

„პროცესი დასრულებულია, 6 მოსამართლე უკვე არჩეულია, ეს არის ჩავლილი პროცესი. რაც შეეხება იმას, თუ რამდენად გვაქვს ჩვენ შესრულებული მიშელის დოკუმენტი, ეს თვითონ წერია მიშელის დოკუმენტში. თითოეული პუნქტი არის იმდენად მკაფიო და ცხადი, რომ არავითარი ორმაგი ინტერპრეტაციის საშუალებას ის არ იძლევა თუ ვინმე კეთილსინდისიერად კითხულობს ამ დოკუმენტის შინაარს. საქმე ძალიან მარტივად არის - ჩვენ თითოეული პუნქტი შესრულებული გვაქვს და ამაზე შეგვიძლია თამამად ვისაუბროთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.