გვარამიასგან, მელიასგან არაერთი შეურაცხმყოფელი განცხადება გვახსოვს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ელჩებისადმი - ეს მიუღებელია, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „იმედის ფაქტორში“ განაცხადა.
„ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, თუ რა არის მათი ზოგადი განწყობა და სულისკვეთება. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ რეალურად ესენი არიან მკვეთრად ანტიდასავლური პოლიტიკური პარტიები, რომლებიც მუდმივად აკეთებდნენ რუსულ საქმეს ჩვენს ქვეყანაში. ეს არის პირდაპირი, ღია დაპირისპირება დასავლეთთან, რაც კონკრეტულ რიტორიკაში არის გამოხატული და მეორე, ეს არის რუსული საქმის კეთება, რაც მათ აქვსთ გაკეთებული 9 წლის განმავლობაში და შემდეგ, ამის გაგრძელებას ვხედავთ მუდმივი რეჟიმში. იგივე ის, რაც ახლა ხდება: ეს არის ბოიკოტი, საბოტაჟი, კიდევ ერთი დესტრუქცია. ესეც იგივეს გაგრძელებაა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.