ჯონი დეპი ანჯელინას ეკურკურება

ჯონი დეპი ანჯელინას ეკურკურება

ამერიკაში ბოლო დროს ძალიან ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ ქმარს სულ ახლახანს გაშორებული და შემდეგ ისევ შერიგებული ცნობილი მსახიობი – ანჯელინა ჯოლი შესაძლოა ახალ რომანში იყოს გაბმული და მისი ახალი გულის სწორი, არც მეტი, არც ნაკლები – თავად ჯონი დეპი იყოს.

 

ჭორები ანჯელინა ჯოლისა და ჯონი დეპის რომანის შესახებ მას შემდეგ გავრცელდა, რაც მსახიობებმა ერთად დაიწყეს ახალ ფილმზე, "ტურისტი", მუშაობა. ანჯელინა უარყოფს ხმებს მათი რომანის შესახებ და ყვება, თუ რა კომენტარი გააკეთა მისმა ქმარმა, როდესაც გაიგო, რომ ჯოლი დეპთან ერთად ითამაშებდა ფილმში: "ძალიან მაგარი ტიპია! ნახავ, მოგეწონება!" - უთქვამს ბრედ პიტს ანჯელინასათვის, სანამ გადაღებები დაიწყებოდა. "ტურისტის" პრემიერა რამდენიმე დღის წინ ნიუ-იორკში შედგა, მას ცოლ-ქმარი ესწრებოდა და სიყვარულის გამოხატვასაც არ ერიდებოდა.

 

თურმე, ანჯელინა და ბრედი ახალდაქორწინებულებივით გამოიყურებოდნენ. მათ შორის რომ ყველაფერი რიგზეა, ის ფაქტიც მეტყველებს, რომ მრავალრიცხოვანი ოჯახი გეგმავს შობა ერთად გაატაროს ერთ–ერთ ეგზოტიკურ ქვეყანაში.