ლოს-ანჯელესში რეპერი Indian Red Boy პირდაპირ ეთერში მოკლეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
არსებული ინფორმაციით, 21 წლის კაცი, რომლის ნამდვილი სახელიც ზერაილ დიჟონ რივერაა, Instagram-ზე ლაივს საკუთარ ავტომობილში წერდა, როდესაც მანქანასთან უცნობი ადამიანი მივიდა და კაცს სულ მცირე 12-ჯერ ესროლა.
პოლიციაში ვარაუდობენ, რომ რივერა რომელიმე ბანდის წევრი იყო და მკვლელობას სწორედ ამ ფაქტს უკავშირებენ. თავდამსხმელი იდენტიფიცირებული ამ დრომდე არ არის.