გერმანიაში წყალდიდობის შედეგად სულ მცირე 80 ადამიანი დაიღუპა, 1000-ზე მეტი კი დაკარგულად მიიჩნევა

გერმანიაში წყალდიდობის შედეგად სულ მცირე 80 ადამიანი დაიღუპა, 1000-ზე მეტი კი დაკარგულად მიიჩნევა

ბოლო მონაცემებით, გერმანიაში წყალდიდობის შედეგად დაახლოებით 1300 ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა. ამის შესახებ გერმანული მედია წერს.

ადგილობრივი მთავრობის განცხადებით, არვაილის რაიონში მობილური კავშირი შეზღუდულია და იმედოვნებენ, რომ დაკარგულები ცოცხლები არიან და უბრალოდ ახლობლებთან კავშირზე ვერ გადიან.

გადაუღებელი წვიმისგან გამოწვეული წყალდიდობის შედეგად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში სულ მცირე 80 ადამიანი დაიღუპა. სტიქიური უბედურების ზონაში 1000-ზე მეტი მაშველი მუშაობს.