მიშელთან რა ექნებათ თავის სამართლებელი, ჩემთვის სრულიად გაუგებარია, - ამის შესახებ შარლ მიშელის ვიზიტის შეფასებისას ოპოზიციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის მხრიდან მორიგ უტიფრობასთან გვაქვს საქმე.
„მიშელთან მიმართებაში თუ ვინმეს რაიმე კითხვაზე პასუხი არ უნდა ჰქონდეს, ეს არის ოპოზიცია. თუ შევადარებთ, ნახავთ, რომ პირნათლად და ზედმიწევნით ვასრულებთ მიშელის შეთანხმებას. ვასრულებთ ისე, როგორც არის ამ ჩანაწერში. საარჩევნო საკითხებთან მიმართებაში, რომელიც მიშელის შეთანხმებით იყო გათვალისწინებული მონაწილეობა არ მიიღო. არ მიიღო მონაწილეობა ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების განხილვაში და ამ პროცესს ბოიკოტი გამოუცხადო, მართლმსაჯულების საკითხებზე მოსამართლეების შერჩევაზე ჩვენ ვხედავთ, მოვიდოდნენ, მოაწერდნენ ხელს, მაგალითად, არაერთ კომიტეტის სხდომაზე გვინახავს და შემდეგ სხდომას ტოვებდნენ. თუ ხელფასების დარდი აქვთ, ესეც ღიად უნდა უთხრან საზოგადოებას. სხვა შემთხვევაში, მიშელთან რა ექნებათ თავის სამართლებელი, ჩემთვის სრულიად გაუგებარია“, - განაცხადა ღუდუშაურმა.
საქართველოში შარლ მიშელის მორიგი ვიზიტი იგეგმება.