რომის პაპი ოპერაციის შემდეგ საავადმყოფოდან გაწერეს

რომის პაპი ოპერაციის შემდეგ საავადმყოფოდან გაწერეს

რომის პაპი ფრანცისკე ოპერაციიდან 10 დღის შემდეგ საავადმყოფოდან გაწერეს. ამის შესახებ Mirror-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, რომის პაპს კუჭზე გეგმური ოპერაცია 4 ივლისს ჩაუტარდა. ის რომში, ჯემელის სახელობის კლინიკაში იყო მოთავსებული. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ექიმებმა 84 წლის პონტიფექსს დიეტის დაცვის რეკომენდაცია მისცეს.