სამხრეთ აფრიკაში მაროდიორებმა 10 ადამიანი მოკლეს

სამხრეთ აფრიკაში მაროდიორებმა 10 ადამიანი მოკლეს

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მაროდიორთა თავდასხმას 10 ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა იოჰანესბურგიდან სამხრეთ-დასავლეთით, გაუტენგის პროვინციაში, სოუეტოში მოხდა, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.

მედია დამატებით ინფორმაციას არ ფლობს და მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ მძარცველები ერთ-ერთ მოლში შეიჭრნენ.

სამხრეთ აფრისკის რამდენიმე რაიონში არეულობაა. მოსახლეობა სიღარიბეს აპროტესტებს. არეულობისას, ჯამში, უკვე 30-მდე ადამიანი დაიღუპა.