მსახიობი ჯეკი ჩანი აცხადებს, რომ ჩინეთის კომპარტიაში შესვლა სურს. ამის შესახებ Global Times წერს.
67 წლის ჯეკი ჩანმა ამის შესახებ ჩინეთის კინოს ასოციაციის დაგეგმილ ღონისძიებაზე განაცხადა.
მსახიობმა ასევე თქვა, რომ ჩინელად ყოფნა საამაყოა“ და ხედავს იმ პარტიის დიდებულებას, რომელიც ყველაფერს ასრულებს, რასაც საზოგადოებას პირდება.
ჯეკი ჩანი წარმოშობით ჰონგ-კონგდანაა, რომელსაც 1997 წლამდე ბრიტანეთი მართავდა. ახალგაზრდობაში ჩანი პეკინის პოლიტიკას არ ეთანხმებოდა. 1989 წელს ის მონაწილეობდა კონცერტში, სადაც ტიანანმენის მოედანზე განვითარებულ მოვლენებს აპროტესტებდა.
მას შემდეგ რაც ჰონგ-კონგი ჩინეთის შემადგენლობაში დაბრუნდა, ჩანმა ოფიციალური ხელისუფლების მხარე დაიკავა.