დღეს დილით გამოცემამ „Goal.com” სენსაციური ინფორმაცია გაავრცელა.
21 მარტს იტალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ამხანაგურად ბრაზილიის ნაკრებს დაუპირისპირდება.
ეს შეხვედრა შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში გაიმართება.
გუშინ საღამოს „სკუადრა აძურას“ ფეხბურთელები თვითმფრინავში ჩასხდნენ და შვეიცარიაში გაფრინდნენ.
ჟენევის საერთაშორისო აეროპორტში დაშვების წინ თვითმფრინავი თავდაპირველად ე.წ. „საჰაერო ორმოში“ მოექცა, შემდეგ კი საჰაერო საშუალებას ელვამ დაარტყა.
საბედნიეროდ თვითმფრინავის ეკიპაჟმა მაღალი პროფესიონალიზმი გამოიჩინა და ჟენევის აეროპორტში ყოველგვარი ექსეცების გარეშე დაშვება განახორციელა.
იტალიური მას-მედიის მტკიცებით, ამ ქვეყნის ეროვნულმა საფეხბურთო გუნდმა კლუბი „ტორინოს“, ბრიტანული „მანჩესტერ იუნაიტედის“, პერუს „ალიანსასა“ და სსრკ-ს დროინდელი ტაშკენტის „ფახთაქორის“ ბედი არ გაიზიარა.
იტალიელი ფეხბურთელები ღმერთმა არ გაწირა და დღეს საღამოს, ჟენევაში ბრაზილიის ნაკრებს ამხანაგურად დაუპირისპირდებიან.