ნიკოლოზ მჭედლიშვილი: უკვე ეკლესიას და საპატრიარქოს ებრძვიან ღიად და აშკარად, მაშინ როცა საპატრიარქო ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუტია ქვეყანაში

ნიკოლოზ მჭედლიშვილი: უკვე ეკლესიას და საპატრიარქოს ებრძვიან ღიად და აშკარად, მაშინ როცა საპატრიარქო ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუტია ქვეყანაში

ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“ოპოზიციამ მორიგი რევოლუცია დაანონსა, თუმცა ვერ გრძნობს, რომ შეცდომას შეცდომაზე უშვებს. უკვე დღეს სრულიად ნათელია, რომ რევოლუციური მასა გარეთ არ გამოდის, ვისაც მართლა შეეძლება ხელისუფლების შეცვლა...

დღევანდელი აქცია დადეგმილ დროს არ იწყება, იმიტომ რომ ხალხის მასას ელოდებიან. ბაჩალიაშვილი, შაქარიშვილი, ეხლა ლაშქარვა... ამ გარდაცვლილი ადამიანების გამოყენებას ცდილობენ, თუმცა ისევ არაფერი გამოდის...

მაგრამ ჟურნალისტის გარდაცვალების შემთხვავა განსაკუთრებულია, აქ ყველაზე დიდი შეცდომა დაუშვეს, უკვე ეკლესიას და საპატრიარქოს ებრძვიან ღიად და აშკარად, მაშინ როცა საპატრიარქო ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუტიია ქვეყანაში...

ნებისმიერმა ოდნავ ნორმალურმა პოლიტიკოსმა იცის, როომ რომც არ იყო ეკლესიის მოტრფიალე და მორწმუნე, ღიად და აშკარად საპატრიარქოს არ უნდა დაუპირისპირდე...

ოპოზიცია ამჯერად ისეთ დანაღმულ ველზე შევიდა, რომ ნებისმიერი ნაბიჯი ნებისმიერი მიმართულებით მათთვის პოლიტიკური ნაღმის აფეთქებას ნიშნავს...

ამ ველიდან გამოსვლის მცდელობაც კი მათთვის უკვე კატასტროფაა, რადგან შევიდნენ იქ, სადაც არ უნდა შესულიყვნენ”...