მამუკა მდინარაძე: ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ქვეყანაში არსებობენ ტრაგედიით, სიკვდილით მოსარგებლე ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეკლესიური პოლიტიკური ძალები

მამუკა მდინარაძე: ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ქვეყანაში არსებობენ ტრაგედიით, სიკვდილით მოსარგებლე ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეკლესიური პოლიტიკური ძალები

ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ქვეყანაში არსებობენ ტრაგედიით, სიკვდილით მოსარგებლე ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეკლესიური პოლიტიკური ძალები, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

რიგგარეშე სხდომაზე იგი პარლამენტში რამდენიმე წუთის წინ განვითარებულ მოვლენებს, ასევე 5-6 ივლისს მომხდარს გამოეხმაურა.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ქვეყანაში არსებობენ ტრაგედიითა და სიკვდილით მოსარგებლე ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეკლესიური პოლიტიკური ძალები. შესაბამისად, ჩვენ მათ რომ არ მივცეთ ელემენტარულად იმის უფლება, რომ პარლამენტის ბლოკირება მოახდინონ, საერთო ჯამში, რუსული საქმე აკეთონ, სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ისინი პროდასავლურობის ეგიდით აკეთებენ რუსულ საქმეს, ამიტომ მოვუწოდებ კოლეგებს, რომ პროცედურის დაცვა რაიმე თემისთვის პედანტურად მიყოლა კი არ არის, ეს არის ამ ინსტიტუტის ღირსების შენარჩუნების საკითხი. იმ ინსტიტუტისა და პარლამენტის, რომელმაც საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერა და უპრეცედენტო მოვლენა იყო, რომ ჩვენი კურსი არის ევროპული“, - განაცხადა მდინარაძემ.