აშშ-ში კონფედერაციული შტატების ერთ-ერთი გენერლის ძეგლი აიღეს

აშშ-ში კონფედერაციული შტატების ერთ-ერთი გენერლის ძეგლი აიღეს

აშშ-ში, შარლოტსვილში, ადგილობრივი მთავრობის გადაწყვეტილებით, ამერიკის კონფედერაციული შტატების არმიის წამყვანი გენერლის, რობერტ ლის ძეგლი აიღეს, - ამის შესახებ BBC წერს.

ძეგლის მოსალოდნელმა აღებამ, 2017 წლის აგვისტოში, სისხლიანი დაპირისპირება გამოიწვია. მაშინ ნეონაცისტებმა ანტირასისტული აქციის მონაწილე, ჰეიზერ ჰეიერი მოკლეს, მოგვიანებით კი, მის მკვლელს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.

ბოლო რამდენიმე წელია, აშშ-ში აზრთა სხვადასხვაობას იწვევს ის, თუ უნდა იყოს თუ არა ქვეყანაში მონობის მომხრე კონფედერაციის წარმომადგენელთა მემორიალები და ძეგლები.

ამერიკის კონფედერაციული შტატები აშშ-ისგან გამოყოფილი შტატების მიერ დაარსებული არაღიარებული კონფედერაცია იყო, რომელიც დაარსდა 1861 წლის 4 თებერვალს და იარსება 1865 წლის 5 მაისამდე. კონფედერაცია აშშ-ის სამხრეთის შვიდმა მონობის მომხრე შტატმა დააარსა, რომელთა რეგიონული ეკონომიკა ძირითადად დამოკიდებული იყო სოფლის მეურნეობაზე, განსაკუთრებით კი ბამბაზე, ეს შტატები პროდუქციის წარმოების პლანტაციურ სისტემაზე იყვნენ მოწყობილნი, რომელიც, დიდწილად მონათა შრომას ეყრდნობოდა.​