თინა ბოკუჩავა:  რეჟიმმა ახლა იძალადა დეპუტატებზე, ჩვენი მხრიდან ტრიბუნის ბლოკირების მიზანი იყო მოთხოვნა, რომ გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი

თინა ბოკუჩავა:  რეჟიმმა ახლა იძალადა დეპუტატებზე, ჩვენი მხრიდან ტრიბუნის ბლოკირების მიზანი იყო მოთხოვნა, რომ გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი

მოძალადე რეჟიმმა, რომელიც ჟურნალისტებს სცემს, კლავს, ახლა იძალადა დეპუტატებზე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ მას შემდეგ განაცხადა, რაც პარლამენტის მანდატურის სამსახურმა ოპოზიციის ნაწილს სხდომათა დარბაზი დაატოვებინა.

„ჩვენი მხრიდან ტრიბუნის პლოკირების ერთადერთი მიზანი იყო მოთხოვნა, რომ გადადგეს მკვლელი ირაკლი ღარიბაშვილი. ძალიან კონკრეტული მოთხოვნაა, ოპოზიციის მოთხოვნა კი არ არის, არამედ მთელი საქართველოს, საზოგადოების, ჟურნალისტების, სამოქალაქო სექტორის მოთხოვნაა“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მისვე თქმით, სხდომათა დარბაზიდან  ძალადობრივი გზით გაიყვანეს.

„ძალადობრივად გამოგვათრიეს ჩვენც, რადგან ეს არის რეჟიმი, რომელიც იძალადებს ყველაზე და ყველაფერზე, რათა შეინარჩუნოს ძალაუფლება“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

amo გადადგეს მკვლელი ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციის მოთხოვნა კი არ არის, არამედ მთელი საქართველოს, საზოგადოების, ჟურნალისტების, სამოქალაქო სექტორის მოთხოვნაა“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ. მ თ ე ლ ი საქართველო - ტყუილია! მ თ ე ლ ი საზოგადოების - ტყუილია! მ თ ე ლ ი ჟურნალისტების - ტყუილია! მ თ ე ლ ი სამოქალაქო სექტორი - დაფინანსებული? ასეთი ტყუილებით საზოგაოებას ვერ მიიზიდავთ!
3 წლის უკან
Katana . ამაზე ტუტუცი ქალი მთელ ნაცმოძრაობას მხოლოდ ერთი ჰყავს - ელენე ხოშტარია!..
3 წლის უკან