ჩვენი ამოცანაა, არ დავუშვათ პროცესების მეტად გამწვავება, - ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, დეპუტატმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა. მისივე თქმით, პარლამენტში უნდა დაიწყოს მთავრობისადმი უნდობლობის გამოცხადების პროცედურა და შეიქმნას გარდამავალი მთავრობა.
ჯაფარიძის აზრით, სწორედ ეს განმუხტავს ქვეყანაში არსებულ მწვავე ვითარებას. „ვისაც ევალებოდათ ამის აღკვეთა და არ გააკეთეს, ისინი არიან პირველი მებრძოლები სწორედ ქრისტიანობისა და ეკლესიის წინააღმდეგ. ამიტომ ეს არის ფარისევლობა. კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი ამოცანაა, არ დავუშვათ პროცესების მეტად გამწვავება, პარლამენტში დაიწყოს პროცესი მთავრობისადმი უნდობლობის გამოხატვის, შევთანხმდეთ გარდამავალ მთავრობაზე, რომელიც დაამშვიდებს ამ ძალიან მძიმე და მწვავე ვითარებას“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.