ბრიტანეთში მდებარე ბაღი (The Poison Garden), რომელიც მთელ მსოფლიოში სიცოცხლისთვის საშიშად მიიჩნევა, ტურისტებში პოპულარობით სარგებლობს და მათი საყვარელი ადგილია. ამის შესახებ The Mirror წერს.
ამ ბაღში, მხოლოდ ადამიანის სიცოცხლისთვის საშიში მცენარეები ხარობს, ამიტომ იქ შესვლა მხოლოდ გიდთან ერთადაა შესაძლებელი. ბაღი ნორტუმბერლენდის საგრაფოში მდებარეობს და ალინიკის ბაღის ნაწილია.
ბაღის კარზე გაკეთებული წარწერა ადამიანებს აფრთხილებს: „ამ მცენარეებს თქვენი მოკვლა შეუძლიათ“. ბაღში სეირნობისას ტურისტებს ეკრძალებათ ყვავილების დასუნვა, ხელით შეხება და გემოს გასინჯვა. ყოფილა შემთხვევები, როცა ვიზიტორებს ბაღში სეირნობისას გონება დაუკარგავთ.
გამოცემის ცნობით, ბაღში 100-მდე შხამიანი მცენარეა, რომელთა შორისაცაა ულამაზესი ყვავილები მომაკვდინებელი შხამით. ამ ბაღის გაშენების იდეა ნორტუმბერლენდის ჰერცოგინიას ეკუთვნის. იმისთვის, რომ მცენარეებს მოუარონ პერსონალი სპეციალურ ტანსაცმელს იცვამს.