ლუიზიანაში 12 წლის ბიჭმა სახლში შესული შეიარაღებული მძარცველი მოკლა

ლუიზიანაში 12 წლის ბიჭმა სახლში შესული შეიარაღებული მძარცველი მოკლა

აშშ-ში, ლუიზიანის შტატში 12 წლის ბიჭმა სახლში შესული შეიარაღებული მძარცველი მოკლა. ამის შესახებ გამოცემა New York Post-ი წერს.

ინციდენტი 30 ივნისს ქალაქ კლინტონში მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, 32 წლის ბრედ ლებლანი ერთ-ერთი სახლის კართან მდგარ ქალს მიუახლოვდა, ცეცხლსასროლი იარაღით დაემუქრა და სახლში შეიყვანა. ქალმა მძარცველს წინააღმდეგობა გაუწია, ხმაურზე მისი 12 წლის შვილი გამოვიდა და მძარცველს სანადირო თოფიდან ესროლა. მძარცველი მძიმედ დაშავდა და რამდენიმე საათში საავადმყოფოში გარდაიცვალა.

პროკურატურამ მოზარდს მკვლელობის მუხლით ბრალი არ წარუდგინა.

 

 

Katana . აი, რატომ უნდა იყოს ყველა ოჯახში იარაღი!!!
ყველაფერში რომ ამერიკას ვბაძავთ და ამერიკის უკითხავად სიზმარი ვერ გვინახია ("ნატვრის ხე"), მივბაძოთ ამ კანონშიც (აშშ კონსტიტუციის მე-2 შესწ.), - მოქალაქეს უნდა ჰქონდეს თავდაცვის უფლება!.. თორემ კრიმინალი ყოველთვის შეიარაღებულია და კანონმორჩილი მოქალაქე კი უიარაღო და ადვილი ლუკმა...
3 წლის უკან