რამდენიმე საათის წინ ბრიტანულმა გამოცემამ „The Sun” გაავრცელა ცნობა, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, „მანჩესტერ სიტის“ აფრიკელი ლეგიონერი იაია ტურე ამჟამინდელ გუნდს დაემშვიდობება.
კოტ დივუარის ეროვნული გუნდის ნახევარმცველს ბრიტანულ გუნდთან გაფორმებული ხელშეკრულების ვადა სამ თვეში უსრულდება.
ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში ფეხბურთელი და კლუბის ხელმძღვანელობა საერთო შეთანხმების მიღწევას ვერ ახერხებენ.
დღეს მოთამაშის აგენტმა დიმიტრი სელიუკმა ოფიციალურად განაცხადა, რომ თუ უახლოეს სამ დღეში კლუბი და ფეხბურთელი საერთო ენას კვლავ ვერ გამონახავენ, ტურესთვის ახალი გუნდის ძიებას შეუდგება.
საინტერესოა, რომ იაია ტურე მსოფლიოს ყველაზე მდიდარ მოთამაშეთა პირველ ათეულში შედის. მისი წლიური შემოსავალი 16.6 მილიონ ევროს შეადგენს.