20 წლის ინდოელს მსოფლიოში ყველაზე გრძელი ენა აქვს

20 წლის ინდოელს მსოფლიოში ყველაზე გრძელი ენა აქვს

20 წლის ინდოელს, სახელად პრავინს მსოფლიოში ყველაზე გრძელი ენა აქვს. ამის შესახებ გამოცემა LADbible-ი წერს.

პრავინის ენის სიგრძე 10,8 სანტიმეტრია, რაც აქამდე მოქმედ რეკორდზე 0,7 სანტიმეტრით მეტია. ახალი რეკორდი ოფიციალურად ინდოეთის რეკორდების წიგნის წარმომადგენლებმა დააფიქსირეს.

გინესის რეკორდების წიგნის თანახმად, 2012 წლიდან ყველაზე გრძელი ენა (10,1 სანტიმეტრი) ამერიკელ ნიკ სტოუბერლს ჰქონდა, მანამდე კი რეკორდი ბრიტანელ სტივენ ტეილორს (9,8 სანტიმეტრი) ეკუთვნოდა.