ამერიკელი მსახიობი სკარლეტ იოჰანსონი მეორე შვილს ელოდება. ამის შესახებ გამოცემა New York Post-ი წერს.
გამოცემის წყაროს ცნობით, სკარლეტ იოჰანსონისა და მისი მეუღლის, კოლინ იოსტის მეორე შვილი უახლოეს კვირებში უნდა დაიბადოს.
36 წლის მსახიობი არ ესწრებოდა ფილმ „შავი ქვრივის“ სარეკლამო ღონისძიებებს, მიუხედავად იმისა, რომ ეს Marvel-ის სტუდიისა და კომპანია Disney-ის მსხვილი რელიზია, რომელშიც იოჰანსონი მთავარ როლს ასრულებს და ამავდროულად, ფილმის აღმასრულებელი პროდიუსერია. საჯარო ღონისძიებებზე დასწრების ნაცვლად მსახიობი მედიას Zoom-ის საშუალებით ეკონტაქტებოდა.
სკარლეტ იოჰანსონმა პირველი შვილი 2014 წელს ბიზნესმენ, რომენ დორიაკისგან გააჩინა, რომელსაც მსახიობი 2017 წელს გაშორდა და იმავე წელს მსახიობ კოლინ იოსტთან იქორწინა.