„მონანიება“ კანის კინოფესტივალზე აჩვენეს

„მონანიება“ კანის კინოფესტივალზე აჩვენეს

34 წლის შემდეგ, „მონანიება“ კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე დაბრუნდა. ფილმის აღდგენილი ვერსია, ნანა ჯანელიძესა და ავთანდილ მახარაძესთან ერთად, კინოფესტივალის წარმომადგენელმა, ჟოელ შაპრონმა წარადგინა. ფილმი სექციაში „კანის კლასიკა“ წარადგინეს.

„მონანიების" მსოფლიო პრემიერა კანში 1987 წელს გაიმართა. ფილმმა კინოფესტივალის 3 ჯილდო მოიპოვა - ჟიურის „დიდი პრიზი“, „ფიპრესის“ ჯილდო და კათოლიკური ეკლესიის ჟიურის პრიზი ჰუმანიზმისათვის.

„1988 წელს „მონანიება“ ნომინირებული იყი „ოქროს გლობუსზე“ საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში.

ფილმში მთავარ როლებს ქართული თეატრისა და კინოს ვარსკვლავები ასრულებენ.

კანის კინოფესტივალი ფილმებს აჩვენებს უმაღლესი ხარისხის ციფრული ფორმატით, ამიტომ ეროვნულმა კინოცენტრმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, 2020 წლის იანვარში, დაიწყო ფილმის აციფვრა-რესტავრაცია.

ფილმის სკანირება პრაღაში, ჩეხური სტუდია UPP-ის მიერ (Universal Production Partners – Prague) ჩატარდა, ხოლო ე.წ. გრეიდინგი, ფერისა და ხმის დამუშავება - საქართველოში, სტუდია „ფონოგრაფის“ მიერ, პაატა გოძიაშვილის ხელმძღვანელობით.

სექცია „კანის კლასიკა“ 2004 წლიდან არსებობს და იგი კინოფესტივალის სტუმრებს მსოფლიოში გამორჩეული, ლეგენდარული რეჟისორების ძველ ფილმებს სთავაზობს.