საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსი ცხადდება. ამ თემასთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროში დღეს, მინისტრის მოადგილემ თამარ ქაროსანიძემ ბრიფინგი გამართა და კონკურსის პირობების შესახებ ისაუბრა.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, კონკურსი საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ცხადდება.მასში მონაწილეობის მიღება საქართველოს ყველა ქმედუნარიან მოქალაქეს შეუძლია, რომელსაც სათანადო ცოდნა და გამოცდილება აქვს, მიაღწია 21 წლის ასაკს და ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, კანდიდატი საკონკურსო მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადი მხოლოდ ერთ ვაკანსიაზე და მხოლოდ ელექტრონული ფორმით საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე (www.hr.gov.ge) უნდა წარადგინოს.
კონკურსი თერთმეტ ვაკანტურ პოზიციაზე ორ ეტაპად ჩატარდება - ტესტირება და გასაუბრება. ვაკანტურია შემდეგი თანამდებობები:
• იურიდიული დეპარტამენტის უფროსი;
• ფინანსების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
• მინისტრის მოადგილის თანაშემწე;
• სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
• სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი;
• სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის მოადგილე.
• თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
• თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის თავდაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი;
• თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის თავდაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსის მოადგილე;
• თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის თავდაცვის დაგეგმვის, პროგრამირებისა და ბიუჯეტირების სამმართველოს უფროსის მოადგილე;
• თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის თავდაცვის დაგეგმვის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი.
ტესტირებას სსიპ „გამოცდების ეროვნული ცენტრი“ ჩაატარებს და შედეგებს ვებ-გვერდზე (www.naec.ge) გამოაქვეყნებს. კონკურსის მეორე ეტაპზე 10 საუკეთესო ქულის მქონე კანდიდატები გადავლენ, რომლებიც ტესტის 60%-ს გადალახავენ. გასაუბრებას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საკონკურსო-საატესტაციო კომისია ჩაატარებს და კანდიდატს შედეგებს გასაუბრებიდან 5 დღის ვადაში აცნობებს.