ესპანელი მსახიობი პენელოპა კრუზი კუნძულ სარდინიაზე დასვენების დროს პაპარაცების სამიზნე გახდა. მსახიობის პლაჟზე გადაღებულმა ფოტოებმა სოცქსელებში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail-ი წერს.
47 წლის პენელოპა კრუზი მეუღლესთან, ხავიერ ბარდემთან და ორ შვილთან ერთად ისვენებს. ფოტოებში მას ბრენდ L'Agent Provocateur-ის ლურჯი საცურაო კოსტუმი აცვია.
ინტერნეტმომხმარებლებმა მსახიობის კარგ ფიზიკურ ფორმას გაუსვეს ხაზი, თუმცა აღმოჩნდნენ ისეთებიც, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ მსახიობმა ზედმეტად პატარა ზომის საცურაო კოსტუმი მოირგო.