დღეს დილით გამოცემამ „France Football” თანამედროვე მსოფლიო ფეხბურთში მოღვაწე ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელების ჩამონათვალი გამოაქვეყნა.
ალბათ არ გაგიკვირდებათ და ამ საპატიო სიის სათავეში პორტუგალიელი ჟოზე მოურინიო აღმოჩნდა.
„განსაკუთრებული“ და „ერთადერთი“ წელიწადის განმავლობაში 14 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
ჩამონათვალის მეორე პოზიციაზე იტალიელი კარლო ანჩელოტი განთავსდა - 12 მილიონი ევრო.
მესამე პოზიციაზე ჩინეთში მოღვაწე „მაესტრო“ - მარჩელო ლიპი აღმოჩნდა - 11 მილიონი ევრო.
მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მწვრთნელების პირველი ათეული შემდეგნაირად გამოიყურება.
1. ჟოზე მოურინიო („რეალი“) – 14 მილიონი ევრო
2. კარლო ანჩელოტი („პსჟ“) – 12 მილიონი
3. მარჩელო ლიპი („გუანჩჟოუ“) – 11 მილიონი
4. გუუს ჰიდინკი („ანჟი“) – 10.8 მილიონი
5. არსენ ვენგერი („არსენალი“) – 9.4 მილიონი
6. ფაბიო კაპელო (რუსეთის ნაკრები) – 9.2 მილიონი
7. რობერტო მანჩინი („მანჩესტერ სიტი“) – 7.6 მილიონი
8. ალექს ფერგიუსონი („მანჩესტერ იუნაიტედი“) – 7.5 მილიონი
9. ხოსე ანტონიო კამაჩო (ჩინეთის ნაკრები) – 6.1 მილიონი
10. ლუჩანო სპალეტი („ზენიტი“) – 5.5 მილიონი