დღეს დილით გამოცემა „Football Italia” ცნობილ იტალიელ მოთამაშე ფრანჩესკო ტოტის ესაუბრა.
კლუბი „რომას“ 36 წლის თავდამსხმელის ცნობით, მომავალ წელს საფეხბურთო კარიერის დასრულებას აპირებს.
„უკვე 36 წლის გახლავართ და უწინდელი სპორტული ფორმის შენარჩუნება ძალიან მიჭირს. მიმდინარე სეზონის დაწყების წინ, „რომას“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ზდენეკ ზემანმა ინდივიდუალური პროგრამით მომამზადა.
რამდენიმე დღის წინ მეუღლე ილარის ვესაუბრე და 2014 წლის სეზონის დასრულების შემდეგ, საფეხბურთო კარიერის საბოლოოდ დამთავრების გადაწყვეტილება მივიღე.
დიდ ფეხბურთში მხოლოდ ერთ შემთხვევაში დავრჩები. თუ მომავალ წელს „რომა“ ევროპის ჩემპიონთა ლიგის ტურნირის საგზურს მოიპოვებს, მწვანე მინდორს 2015 წელს დავტოვებ.“ - განაცხადა ფრანჩესკო ტოტიმ.