ორი დღის წინ მსახიობმა და ტელეწამყვანმა ია ფარულავამ "ფეისბუქში" საკუთარ კედელზე თავისი ძველი ფოტო გამოაქვეყნა და მას საინტერესო კომენტარიც დაურთო:
"ეს ფოტო გადაიღო ფადიმ, შენახული იყოს სახლის კომპიუტერში. თუ როგორ და რატო მოხვდა ინტერნეტ სივრცეში თავად "მოჩოთქეთ" :))) მე მაქვს მაგარი ვიდეოები ფადულასი და რა ვიცი აბა... ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები :)))
ულვაშები არ გეგონოთ პიგმენტაციაა მზისგან :))) მე კი ერთს ვიტყვი, აფსუს რა თხელი ვიყავი :))
რაც შეეხება "სიყვარული ვენახში" ის კინოა, ეს კი პირადი მასალის გამზეურება. ადვოკატებო, აბა მომწერეთ რა კანონდარღვევას აქვს ადგილი? :))"
(სტილი დაცულია)
უცნობია, სად გამოაქვეყნა ია ფარულავას ყოფილმა ქმარმა მსახიობის ეს პიკანტური ფოტო, თუმცა ფილმებში თამამი როლებით ცნობილი მსახიობი რომ სიმშვიდით არ შეხვდა ამ ამბავს, ეს ფაქტია. საინტერესოა, რა შედეგი მოჰყვება სკანდალური მსახიობისა და ტელეწამყვანის მორიგ სკანდალს?!