51 წლის ამერიკელი პოპ-მომღერალი გვენ სტეფანი და 45 წლის ქანთრის მომღერალი ბლეიკ შელტონი ფარულად დაქორწინდნენ. ამის შესახებ Page Six-ი წერს.
ვარსკვლავების ქორწილი 3 ივლისს, ოკლაჰომას შტატში, შელტონის რანჩოზე გაიმართა. გვენ სტეფანმა ქორწილის ფოტოები Instagram-ზე გამოაქვეყნა.
წყვილი ერთმანეთს 6 წლის განმავლობაში ხვდებოდა.