იტალიელი მომღერალი და მსახიობი რაფაელა კარა 78 წლისა გარდაიცვალა. ამის შესახებ Reuters წერს.
გამოცემის ცნობით, მისი გარდაცვალების მიზეზი ხანგრძლივი ავადმყოფობა გახდა.
რაფაელა კარა 1943 წელს დაიბადა ბოლონიაში. მისი სასიმღერო კარიერის პიკი 1970 წელს შედგა, შემდეგ ის ტელეშოუების პოპულარული წამყვანი გახდა. რაფაელა კარა ასევე საკმაოდ ბევრ ცნობილ ფილმშია გადაღებული. მათ შორისაა „ფონ-რაიანის ექსპრესი“ (1965 წელი) , რომელშიც ფრენკ სინატრაც მონაწილეობს.