დევიდ ბექჰემი ყველაზე მდიდარია

დევიდ ბექჰემი ყველაზე მდიდარია

გუშინ ფრანგულმა საფეხბურთო გამოცემამ „France Football” საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა.

ამ ჟურნალის თანამშრომლებმა მსოფლიოს უმდიდრესი ფეხბურთელების პირველი ათეული შეადგინეს.

ფრანგი ჟურნალისტების მტკიცებით, მსოფლიოს ყველაზე მდიდარი მოთამაშე ბრიტანელი დევის ბექჰემია. მშვენიერი ვიქტორია ადამსის 37 წლის მეუღლე საკუთარ საბანკო ანგარიშებს წელს 36 მილიონ ევროს შემატებს.

ამ ჩამონათვალის მეორე საფეხური არგენტინელმა ლეო მესიმ დაიკავა. დიეგო მარადონას თანამემამულის წლიური შემოსავალი 35 მილიონი ევროა. ლეო ხელფასის სახით 12.5 მილიონს იღებს, ნახევარი მილიონი ბონუსის სახით ერიცხება, 22 მილიონს კი სხვადასხვა სარეკლამო კომპანიისგან ღებულ;ობს.

ბექჰემისა და მესის შემდეგ ძვირადღირებულთა ჩამონათვალის „ბრინჯაოს მედალი“ პორტუგალიელმა კრიშტიანო რონალდომ დაისაკუთრა. მისი წლიური შემოსავალი სულ რაღაც 30 მილიონი ევროა.

მსოფლიოს ყველაზე შემოსავლიანი მოთამაშეების პირველი ათეული შმდეგნაირად გამოიყურება:

1. დევიდ ბექჰემი („პსჟ“) – 36 მილიონი ევრო

2. ლეო მესი („ბარსელონა“) – 35 მილიონი

3. კრიშტიანო რონალდო („რეალი“) – 30 მილიონი

4. სამუელ ეტოო („ანჟი“) – 24 მილიონი

5. ნეიმარი („სანტოსი“) – 20 მილიონი

6. სერხიო აგუერო („მანჩესტერ სიტი“) – 19 მილიონი

7. უეინ რუნი („მანჩესტერ იუნაიტედი“) – 18 მილიონი

8. ზლატან იბრაჰიმოვიჩი („პსჟ“) – 17.5 მილიონი

9. იაია ტურე („მანჩესტერ სიტი“) – 16.6 მილიონი

10. ფერნანდო ტორესი („ჩელსი“) – 16.3 მილიონი